
საქართველოში ჯილეხის შემთხვევები გაიზარდა
43 წლის ახალციხელი მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ჯილეხის ნიშნები აქვს, მძიმეა. მას ჯილეხის დამადასტურებელი წყლული მარჯვენა ხელის არეში გაუჩნდა. როგორც თვითონ ამბობს, ხელი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს, საკუთარ ნაკვეთში დაიზიანა, რის შემდეგაც წყლული გაუჩნდა.
სპეციალისტები საქართველოში ჯილეხით დავადებულთა ზრდას აღნიშნავენ. უკვე 4 შემთხვევა მიმდინარე თვესაა აღრიცხული. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ჯილეხით დავადებულთა რიცხვი ორჯერ მეტია. საერთო ჯამში კი, ჯილეხით დაავადების სულ 17 შემთხვევაა აღრიცხული და აქედან 4 - საგარეჯოს რაიონში.
კომენტარი