
წერეთელზე მოტოციკლის მძღოლს ავტომობილი დაეჯახა - მოტოციკლის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი
თბილისში, წერეთლის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი