
აშშ-ში კორონავირუსით 3 400-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 65-ს შეადგენს
აშშ-ში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს.
ქვეყანაში ვირუსი 3 400-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 65-ს შეადგენს.
ეპიდემიის გამო, 29 შტატში საგანმანათლებლო პროცესი შეწყვეტილია.
ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით, ხელისუფლება კომენდანტის საათისა და მოქალაქეებს შორის დისტანციის დაცვის შესახებ პირობებს გამოაქვეყნებს ორშაბათს, მას შემდეგ, რაც გაიდლაინებს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი დაამოწმებს
კომენტარი