
თბილისში, სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს
თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს.
მეხანძრე-მაშველებმა, აღნიშნულის შესახებ, ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს.
აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.
ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი.
ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
კომენტარი