
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა რეიტინგში 7 ადგილით წაიწია
ფიფა-კოკა კოლას რეიტინგი განახლდა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთბაშად 7 საფეხურით წაიწია და ახალ რეიტინგში 74-ე ადგილზეა.
თემურ ქეცბაიას გუნდის ასეთი წინსვლა განაპირობა 29 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის შედეგმა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ალბანეთი.
რეიტინგს კვლავ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი ლიდერობს, რომელიც დიდი სხვაობით უსწრებს უახლოეს მდევრებს – ჰოლანდიასა და გერმანიას.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ესპანეთის გარდა საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთ ძლიერ ევროპულ გუნდთან საფრანგეთთანაც მოუწევს თამაში, რომელიც ამჟამად მე-16 ადგილზეა. სხვა მეტოქეები – ბელარუსი და ფინეთი შესაბამისად 69-ე და 84-ე ადგილებზე არიან.
კომენტარი