
სოლიდარობის აქციის მონაწილე ჟურნალისტები ამ წუთებში პატრიარქს ხვდებიან
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორებისადმი სოლიდარობის ნიშნად საპატრიარქოსთან შეკრებილი ჟურნალისტები სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიაქრს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდებიან.
შეხვედრა ამ წუთებში იწყება.
საპატრიარქოში შესვლამდე აქციის მონაწილეები სანთლებით ხელში პატრიარქს თხოვნით მიმართავდნენ, დაკავებული ფოტორეპორტიორებისთვის თავდებით გათავისუფლებაში ეშუამდგომლა.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ პატრიარქს თხოვნით მიმართა, მისი და მისი კოლეგების თავდებით გათავისუფლების საქმეში შუამდგომლობა გაეწია.
სწორედ აბდალაძის ეს თხოვნა გააჟღერეს აქციის მონაწილეებმა საპატრიარქოსთან.
კომენტარი