
სექსუალური ფობიები
ადამიანის სექსუალობასთან ასოცირებული ფობია წარმოადგენს მდგომარეობას რომლის დროსაც ადამიანს ეშინია, არ მოსწონს, ან აქვს უარყოფითი და/ან აგრესიული დამოკიდებულება რომელიმე განსაზღვრულ სექსუალურ ჯგუფთან ან სექსუალურ ქცევასთან.
სექსუალურ ფობიებს, როგორც წესი თან ახლავს: ანტიპათია, ზიზღი, დაცინვა, აბუჩად აგდება, ცრურწმენების და ცრუ ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები, ავერსია, არაკეთილგანწყობა, ირაციონალური შიში ან სიძულვილი.
ბიფობია – შიში/უარყოფითი დამოკიდებულება ბისექსუალების (სექსუალურად მოსწონთ ორივე სქესი) მიმართ.
ჰეტეროფობია – შიში/უარყოფითი დამოკიდებულება ჰეტეროსექსუალების (სექსუალურად მოსწონთ საპირისპირო სქესი) მიმართ
ჰომოფობია – შიში/უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექუალების ( სექსუალურად მოსწონთ მსგავსი სქესი) მიმართ
ლესბოფობია – შიში/უარყოფითი დამოკიდებულება ლესბოსელების მიმართ
ტრანსფობია – შიში/უარყოფითი დამოკიდებულება ტრანსექსუალების (როდესაც ადამიანების ბიოლოგიური სქესი და გენდერული იდენტობა ერთმანეთს არ ემთხვევა) მიმართ.
კომენტარი