
სამეფო ოჯახი ქეით მიდლტონის პიკანტური ფოტოების გამავრცელებელ ჟურნალს უჩივის (ფოტო)
ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა საფრანგეთის სასამართლოში ჟურნალ Closer-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - განაცხადა სამეფო კარის პერსსამსახურის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, აღნიშნულმა გამოცემამ გუშინ პრინც უილიამის მეუღლის პიკანტური ფოტოები გაავრცელა.
ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები, 1 კვირის წინ არის გადაღებული, როდესაც წყვილი საფრანგეთში დასასვენებლად იყო ჩასული.
თავად ჟურნალი ბრალდებას უაროფს და აცხადებს, რომ სურათები სხვა გამოცემებმა გაავრცელეს.
კომენტარი