სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

HRW: დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა

დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა - ამის შესახებ Human Rights Watch საქართველოში მიმდინარე აქციების შესახებ მომზადებულ ანგარიშში წერს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და სადამსჯელო ხასიათი.

ორგანიზაცია წერს, რომ აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში.

Human Rights Watch-ი ხაზს უსვამს, რომ პოლიციელები აღჭურვილი იყვნენ დამცავი საშუალებებით, შავი ნიღბებით და არ ჰქონდათ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი.

საქართველოს ხელისუფლების ძალადობის დონე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ შოკისმომგვრელია და საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს არღვევს - ვკითხულობთ ანგარიშში.
ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შოკისმომგვრელია, ღიად რეპრესიული და არღვევს საქართველოს შიდა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მასშტაბი და საქართველოს ხელისუფლების უუნარობა, რომ ისინი პასუხისგებაში მიეცათ, მიუთითებს, რომ ძალადობა ან მათი მხრიდან იყო ნებადართული ან გამართლებული”, - ამბობს ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი.

Human Rights Watch-ში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება. ასეთი გამოძიებები უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, არამედ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის.
ანგარიშში განხილულია, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთავრობა საპროტესტო აქციებს პასუხობდა დიდი რაოდენობით ცრემლმდენი გაზით, წყლის ჭავლით და ზოგიერთ შემთხვევაში, რეზინის ტყვიებით, რათა დაეშალა ხალხის მასები.

ანგარიშის მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" ასობით მომიტინგეს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დასდო, ხოლო რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, დაკავებულების საქმეების განხილვა იყო ზედაპირული.
„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემაზე, წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ბრალდებები. ამ გამოძიებებმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ პერსონალური პასუხისმგებლობა, არამედ მოითხოვოს პასუხისმგებლობა ძალის გადამეტების გამოც”.

Human Rights Watch-ში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მომიტინგეების ცემისა და ძალადობის უფლების მინიჭებასა და განხორციელებაზე.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაკავებულია მხოლოდ შეკრების უფლების მშვიდობიანი განხორციელებისთვის. საჭიროა შეფასება და ანგარიშვალდებულება გატეხილი ძვლებისა და სხვა დაზიანებებისთვის, რომლებიც პოლიციამ განზრახ მიაყენა ამდენ ადამიანს“, - აღნიშნა ჰიუ უილიამსონმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100