
მარნეულში 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიფ-გოჯალოში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ნამაზ ვალიევი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ის სახლიდან 5 მაისს, სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ვალიევის ცხედარი 6 მაისს სოფლის მიმდებარედ იპოვეს.
ოჯახის წევრების თქმით, 21წლის ახალგარზდა სასტიკად არის მოკლული.
შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით- 108-ე და 236-ე, განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით, დაიწყო.
კომენტარი