
პრემიერმა კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა - კვირიკაშვილი, სავარაუდოდ პოსტიდან მიდის
მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. ბრიფინგს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 18.30 საათზე გამართავს.
ადმინტრაციის პრესსამსახურში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ. თუმცა,
ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ პრემიერი დღეს გადადგომის შესახებ
გააკეთებს განცხადებას.
კომენტარი