
ტრაგედიის იმედიანი კადრი: ნანგრევებიდან 7 დღის შემდეგ ამოყვანილი ბიჭუნა
ფოტოგრაფიაში არსებობს ერთი დაუწერელი კანონი, რომელსაც მსოფლიო დონის არცერთი ფოტოსააგენტო არ უარყოფს: ნებისმიერი ტრაგედიის გადაღება შეიძლება ისე, რომ ადამიანური თანაგრძნობა, უფრო მეტიც - იმედი გააღვიძო ადამიანში და არა უსუსრობის შეგრძნება.
ერთ-ერთ ფოტოკონკურსზე 2010 წლის კადრად ეს ფოტო დასახელდა. ფოტო 2010 წლის 19 იანვარს, ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსშია გადაღებული და მასზე აღბეჭდილია პატარა ბიჭუნა, რომელიც გამანადგურებელი მიწისძვრიდან 7 დღის განმავლობაში თავის დასთან ერთად ცოცხლად იყო დამარხული ერთ-ერთი სუპერმარკეტის ნანგრევებში. ნანგრევებიდან მის ამოყვანას მაშველებიც და შორიახლო მდგარი ადგილობრივებიც ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
კომენტარი