
ქეით მიდლტონმა დედოფალ ელიზაბეტ II-სგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო
რამდენიმე დღის წინ ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ქორწინების 8 წლისთავი აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით კემბრიჯის ჰერცოგინიამ დედოფალ ელიზაბეტ II-სგან განსაკუთრებული და საპატიო საჩუქარი მიიღო.
საჩუქარზე მეტად ეს არის წოდება, რომელიც დედოფალმა 37 წლის რძალს მიანიჭა - დიდი ჯვრის სამეფო ვიქტორიანული ორდენის წოდების ქალბატონი. ამის შესახებ სამეფო ოჯახის ოფიციალურმა გვერდმა ტვიტერზე პოსტიც გამოაქვეყნა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული წოდება მხოლოდ დედოფალ ელიზაბეტ II-ს შეუძლია მიანიჭოს ვინმეს და ისიც მისი სურვლის შემთხვევაში. კულუარებში იმის შესახებაც კი მიდის საუბარი, რომ ქეითი ნელ-ნელა ემზადება ბრიტანეთის დედოფლობისთვის. ამ ყველაფერზე კი სამეფო წესებისა და ეტიკეტების ზედმიწევნით დაცვა, სამოსი და მანერები მიუთითებს, რაც მიდლტონმა წლების განმავლობაში გაითავისა.
კომენტარი