
ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება კინოშოკის ფესტივალზე
3-10 სექტემბერს ანაპაში კინოშოკის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, რომელიც ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის გადაეცა ქართველ კომპოზიტორ ნუკრი აბაშიძეს ფილმისთვის "მოირა".ჟიურის სპეციალური პრიზებით კი 2 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი დაჯილდოვდა - დავით ფირცხალავას "მამა" და დეა კულუმბეგაშვილის "ლეთა".
საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი" ანაპაში 1992 წლიდან ტარდება და ამ პერიოდის განმავლობაში მან პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალის სახელის მოპოვება შეძლო.
პატივისცემით,
კომენტარი