
ნუგზარ წიკლაური: "ბელა, ჩაო" - "ნინო, ჩაოდ" გადაიქცევა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური დარწმუნებულია, რომ აქციის მონაწილეების ჰიმნი "ბელა, ჩაო" უახლოეს დღეებში "ნინო, ჩაოდ" გადაიქცევა.
"მე დარწმუნებული ვარ, ის იტალიური სიმღერა, რომელიც აქციებზე ისმის - "ბელა, ჩაო" მცირედით ტრანსფორმირდება და გადაიქცევა "ნინო, ჩაოდ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და დასძინა, რომ სრულდება უპასუხისმგებლობა და ექსტრემიზმი საქართველოში.
მისი თქმით, უკვე აშკარაა, რომ გზა ეხსნება ცივილიზირებული ოპონირების პროცესს და არჩევნებს.
კომენტარი