
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი არ შეცვლილა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 404. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარი