
უსუფაშვილისთვის კატასტროფაა, რომ გამოკითხულთა ნახევარი დემოკრატიაზე მიანიშნებს
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, NDI-ის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, კატასტროფულია.
"როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ეს არის კატასტროფა. NDI-ის კვლევის შედეგის ეს ნაწილი განაჩენია იმ ხალხისთვის, ვინც ქვეყანაში დემოკრატიას აშენებდა და თურმე, სხვა რამ აუშენებია. ეს მაჩვენებელი შეურაცხმყოფელია", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, NDI-ს კვლევის შედეგების ნაწილი ხშირად დამალულია.
"NDI-ის კვლევა ხშირად პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ხდება. ჩვენ აშშ-ის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მივმართეთ, რომ კვლევის შედეგები კუპიურებად არ გამოაქვეყნონ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
კომენტარი