
გორში მოსამართლემ მულს რძალთან მიახლოება აუკრძალა - რძალ-მული ერთ სახლში ცხოვრობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში 65 წლის მ.მ-მ სასამართლოს ძალით, მისი ქმრის დას, 71 წლის ნ.მ-ს მასთან მიახლოება აუკრძალა.
“მული რძალს ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურცხყოფას, ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც. 2019 წლის 20 ნოემბერს ნ.მ-ს მიმართ უკვე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. მიუხედავად ამისა, ნ.მ მ.მ-ს მიმართ სისტემატიურად ახორციელებს სხვა და სხვა სახის ძალადობას, კვლავ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, უმიზეზოდ ლანძღავს” , – ირკვევა გამოძიების მასალებიდან.
როგორც ცნობილია, რძალ-მული ერთ სახლში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მულს რძალთან მიახლოება 6 თვის ვადით აუკრძალა.
წყარო: guriismoambe.com
კომენტარი