სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

22 მაისს, დაახლოებით დილის 7 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებელობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ პოლიციის ავტომანქანას და მასში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს: ირაკლი სახოკიას, ვახტანგ ბოჭორიშვილს და კახაბერ კუდუხაშვილს. თავდასხმმის შედეგად მათ დააზიანეს პოლიციის ავტომანქანა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, ინციდენტის შედეგად სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნა აქციის რამოდენიმე მონაწილე.
დაშავებულ პოლიციის თანამშრომლებს ამ დროისთვის უტარდებათ სამედიცინო დახმარება.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100