
პრესა.ჯი-მ მუშაობა აღადგინა
ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ქართულმა გამოცემა პრესა.ჯი აღდგა, საიტი შეფერხებით თუმცა მაინც ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. პროგრამისტები მუშაობას აგრძელებენ და პრესა.ჯი-ზე შექმნილი ტექნიკური პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.
პრესა.ჯი-ს გათიშვის მიზეზების დადგენასა და მის აღდგენით სამუშაოებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები არიან ჩართულნი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან პრესა.ჯი გათიშული იყო, მედიაჰოლდინგ „დრონი.ჯი“-სა და „caucasus internet media group“-ის ტექნიკური სამსახური აცხადებს რომ დიდი ალბათობით presa.ge-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.
კომენტარი