
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევა არის დადასტურებული.
ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 557-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.
კომენტარი