
7 და 9 წლის ბავშვები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, დაშავებულია 4 ადამიანი - ავარია ოზურგეთში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები ოთხმა ადამიანმა მიიღო.
კლინიკა "მედალფაში" ორი არასრულწლოვანი, 7 და 9 წლის, მათი 27 წლის დედა და 73 წლის ბებია არიან გადაყვანილები. კლინიკის დირექტორის განცხადებით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ. ამჟამად პაციენტები კვლევის პროცესში არიან.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარი