
„ნანუკას შოუზე“ ლაპარაკი „პროფილის“ პროდიუსერს აღიზიანებს
ტელეგადაცემა „პროფილის“ მთავად კონკურენტად მიჩნეული „ნანუკას შოუ“ დღეიდან რუსთავი 2-ზე გავა. როგორი განწყობით ხვდება ნანუკა ჟორჟოლიანის რუსთავი 2-ის ეთერში გამოჩენას პროფილის შემოქმედებითი ჯგუფი? ამ საკითხის გარკვევა droni.ge-მ პროფლის პროდუსერ გვანცა კილასონიასთან სცადა, რამაც კილასონიას გაღიზიანება გამოიწვია.
„ორი კონკურენტი გადაცემა დღეიდან ერთ არხზე გავა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ხომ ვერ გააკეთებდით?“ -ეს გახლდათ შეკითხვა, რომლისთვის თავის არიდების მიზნითაც კილასონია აგრესიულ ტონზე გადავიდა. მან განაცხადა, რომ დასმული შეკითხვა უაზრო იყო. „მე რას მეკითხები მაიას კითხე“-ამ ფრაზით დაემშვიდობა პროფილის პროდუსერი droni.ge-ს ჟურნალისტს.
აღსანიშნავია, რომ droni.ge-მ იგივე შეკითხვა ერთი თვის წინ ნანუკა ჟორჟოლიანსაც დაუსვა. კილასონიასგან განსხვავებით ჟორჟოლიანი არ გაღიზიანებულა და განაცხადა, რომ რუსთავი 2-მა ის თბილად მიიღო.
კომენტარი