სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევისას გარდაცვლილი ბავშვების დედაც გარდაიცვალა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის დროს დაშავებული ქალი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ორი ბავშვის დედაა, რომელთა ცხედრებიც ნანგრევებიდან გუშინ ამოასვენეს.

36 წლის ინგა მეკეიძე წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს. მას რამდენჯერმე გაუჩერდა გული, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის შენარჩუნება დილამდე შეძლეს. დილით კი ინგა მეკეიძე გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100