
საპრეზიდენტო კანდიდატების ამომრჩეველთა მოტივაცია იუმორისტული კუთხით
გთავაზობთ განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრისა და დიპლომატის კახა ლომაიას წინასაარჩევნო ფეისბუქ სტატუსს.
„როგორი შეიძლება იყოს საპრეზიდენტო კანდიდატების ამომრჩეველთა მოტივაცია?
ბაქრაძის ამომრჩეველი: "კარგი ტიპია, მშვიდი, განათლებული, ყველას დაელაპარაკება".
მარგველაშვილის: "ეს კი არის გამოიმასქნებული, მაგრამ ბიძოს ეწყინება, და ვაბშე რო დაგვიკიდოს?"
ბურჯანაძის: "ესენი ნაცებს კულტურულად ექცევიან, ჯერ შიგნავენ, მერე ხარშავენ და დანა-ჩანგლით მიირთმევენ; ეს კიდე ეგრევე შეჭამს, უმად, თავის ძღ--ად; ну, а заодно, и Мишу за яйца, как пахан сказал".
ნათელაშვილის: "ერთხელა, რა, ამ ერთხელ რა გახდა, კაცო, სხვას ხო არაფერს ითხოვს, ერთხელ ავირჩევ, რა!"
თარგამაძის: "მაინც ძალიან კოხტაა, რა, თან ამას წინად ისე ლამაზად გადაიწერა პირჯვარი..." - წერს ლომაია სოციალურ ქსელში
კომენტარი