
News ერთ აბზაცში: საფრანგეთმა თბილისს „მისტრალი“ გამოუგზავნა...
არ გეგონოთ, რომ ან ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებას, ან ვინმეს ზმანებაზე გესაუბრებით: რამდენიმე თვეა, თბილისის მეტროს სხვადასხვა სადგურებში „მისტრალი“ გამოჩნდა - თანაც, არაერთი. სწორედ ასე ჰქვია იმ ფირმას, რომელიც სავაჭრო ავტომატურ მინი-ჯიხურებს ამზადებს და სწორედ წარწერა mistral ამშვენებს იმ ჯიხურებს, რომლებიც თბილისის მეტროს სადგურებშია განთავსებული. თუ არ გჯერათ, ზედა მარჯვენა კუთხეში დააკვირდით...


კომენტარი