
სასარგებლო ინფორმაცია მათ ვინც სამსახურს ეძებს
ახალი სამსახურის მისაღებად გასაუბრებაზე მიდიხართ? მაშინ გახსოვდეთ შთაბეჭდილების მოსახდენად 7 წუთი გაქვთ.
Monster.co.uk-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელშიც 273 ადამიანი მონაწილეობდა დადგინდა, რომ გასაუბრების დროს დამქირავებელი გასაუბრებაზე მთავარ შთაბეჭდილებას პირველი 6-7 წუთის განმავლობაში იქმნის. მას ამისთვის 385 წამი სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ HR სპეციალისტების 70%-მა აღიარა, თუ კანდიდატი ქალია ისინი ყურადღებას აქცევენ მის მაკიაჟს. ჩაცმულობა მნიშვნელოვანია 65%-ისთვის. 85% ყურადღებას აქცევს პოტენციური თანამშრომლის თვალის გასწორების ხანრგძლივობას. 55% ახდენს ხელის ჩამორთმევის დროს გამოხატული ძალის ანალიზს. 71%-ს კი არ სურს სამსახურში იმ ადამიანის აყვანა რომელსაც სხეულზე ტატუ აქვს.
კომენტარი