
ზუგდიდში ტერაბანკის ფილიალი გაიხსნა
9 ივნისს 17:00 სთ.- ზე ზუგდიდის ცენტრში, კიკალიშვილის #1-ში ტერაბანკის ფილიალი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ბანკის მენეჯმენტი, ადგილობრივი მთავრობა და ტერაბანკის ბიზნესკლიენტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მათი ნაწარმოები პროდუქციაც იყო წარმოდგენილი, რომლის დეგუსტაციის საშუალებაც ტერაბანკში მისულ სტუმრებს მიეცათ.
ჩემი ფინანსური სახლი - ამ საკომუნიკაციო მესიჯით პოზიციონირდება ბაზარზე ტერაბანკი, რადგან ფილიალების ინტერიერი და ბანკში შექმნილი გარემო ძალიან ჰგავს სახლს. ზუგდიდის ფინანსური სახლის ახალი ფილიალიც სტანდარტული საბანკო ოფისისგან ძალიან განსხვავდება - თბილი ფერები და სახლის დეკორი კომფორტულ, მყუდრო გარემოს ქმნის და სწორედ ასეთ პირობებში სთავაზობენ ბანკის თანამშრომლები მომხმარებლებს ხარისხიანი და სწრაფი საბანკო ოპერაციების შესრულებას.
ტერაბანკი უკვე 18 წელია ბაზარზეა. 1 წლის წინ მან რერენდინგი დაასრულა და მას შემდეგ პოზიციონირდება - ტერაბანკის სახელით. ტერაბანკი მომხმარებელს უწევს როგორც მაღალი ხარისხის საცალო მომსახურებას, ასევე აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებაში.
კომენტარი