
დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში თოვლის სახით ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა ერთი გრადუსიდან 6 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 2 გრადუსიდან 7 გრადუსამდე იქნება.
კომენტარი