სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილის მეგზურის პირველი ჩვენება 4 წლიანი დუმილის შემდეგ

მესამე პრეზიდენტის მეგზურის პირველი ჩვენება 4 წლიანი დუმილის შემდეგ. ელგუჯა ცომაია სასამართლოში გამოკითხეს. ტრაილერის მძღოლი, რომელმაც 8 დღე და 7 ღამე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჯერ შავ ზღვაში, შემდგ კი საქართველოში გაატარა, დეტალურად ყვება როგორ დაბრუნდა იძულებითი ემიგრაციიდან სააკაშვილი და როგორ აღმოჩნდა საბოლოოდ სანზონაში მის საცხოვრელებ სახლში.

„ხაშურს რომ გამოვცდი, მომწერეს, მიხედეო. სად წამეყვანა? ბავშვი ხომ არ ვიყავიმ ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი ადანმიანს, როგორც ადამიანი, თქვენ დატოვებდით ქუჩაში? წამოვიყვანე სანზონაში.

მე ხომ არ ვკითხავდი, რატომ არ დაგხვდნენო, ტელეფონი ეკავა ხელში, ხან წერდა... საჭმელი ვიყიდეთ, ვჭამეთ, ჩემთვის არავის დაურეკავს და მიშას ვინ ურეკავდა, არ ვიცი. მეორე დღეს, საწვავს ვასხამდი მანქანაში, ისე გამაჩერა პოლიციამ, სახლში ვინ გყავსო, ხომ არ ვეტყოდი. სახლში ამიყვანეს, ჩემს მისვლამდე პოლიციით იყო სავსე. მერე არც მინახავს მიშა, სად ვნახავდი",- განაცხადა ცომაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს წარედგინათ.

მათ მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100