
ჯასტინ ბიბერი ავარიაში მოყვა
ამერიკელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი გამუდმებით ეხვევა უსიამოვნო მდგომარეობასა და ინციდენტებში. სულ ცოტა ხნის წინ იგი ავარიაში მოყვა პირდაპირ ლოს-ანჟელესის ცენტრში.
როგორც ირკვევა, საგზაო შემთხვევა Range Rover-ის მძღოლის ბრალი ყოფილა, რომელიც დიდი სისწრაფით მიდიოდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, შედეგად კი ბიბერის მერსედესს შეეჯახა, რომელიც ის-ის იყო აპარკინგებდა ავტომობილს.
ბიბერმა მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო და თავს ახლა კარგად გრძნობს. რაც შეეხება მის ავტომობილს, მისგან მხოლოდ ნახევარიღა დარჩა და ახლა გამოუსადეგარ ჯართს წარმოადგენს.
კომენტარი