
მოყინული გზის გამო, 25 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
ყველა მათგანი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უამინდობისა და მოყინული გზის გამო გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სამ სხვადასხვა ადგილას ერთმანეთს 25-მდე ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა გზაზე ტექნიკური მარილი უკვე დაყარეს.
კომენტარი