
იაშვილის კლინიკა ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
იაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს:
"იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით"-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევა ბარბაქაძე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. ის კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.
კომენტარი