
დიდი ალბათობით presa.ge-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
უკვე რამდენიმე საათია გათიშულია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტალი presa.ge. მედიაჰოლდინგ „დრონი.ჯი“-სა და „caucasus internet media group“-ის ტექნიკური სამსახური აცხადებს რომ დიდი ალბათობით presa.ge-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.
ტექნიკოსები ამ წუთებშიც მუშაობენ საიტის აღდგენის მიზნით. საქმის კურსშია შესაბამისი სამსახურები და ვიმედოვნებთ რომ ერთობლივი ძალებით, presa.ge-ს ფუნქციონირება უსწრაფესად აღსდგება. შეგახსენებთ რომ presa.ge-ზე ჰაკერული თავდასხმა ადრეც განხორციელდა. მაშინ, უშიშროების სამსახურებმა რამდენიმე პირი დააკავეს. საქმე გახსნეს და იმ პირთა იდენტიფიკაციაც მოახდინეს, ვინც პორტალზე ჰაკერული თავდასხმა დაგეგმა და განახორციელა. ვიმედოვნებთ, თუ ოფიციალურად დადასტურდება რომ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული პორტალი კვლავ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რეაქცია ამჯერადაც ადეკვატური იქნება.
კომენტარი