
დავით გამყრელიძე: ბიძინა ივანიშვილი კრემლის ნების შემსრულებელია
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის ნების შემსრულებელია. „რუსეთში კრემლის ნების გარეშე მილიარდებს ნამდვილად ვერავინ იშოვის“, - განაცხადა გამყრელიძემ და დაამატა, რომ „ივანიშვილთან რიგში ჩადგომას“ „ახლები“ არ აპირებენ.
„ცოტა საოცარია, რომ ის პარტიები, რომლებიც „ახლებს“ თითქოსდა მილიონად გაყიდვაში ადანაშაულებდნენ, ქართულ პოლიტიკაში მილიარდების გამოჩენისთანავე დაუფიქრებლად გადაეშვნენ მილიარდერის უბეში“, - დაამატა დავით გამყრელიძემ.
კომენტარი