
ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - თბილისში ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა
თბილისში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გორგასლის ქუჩაზე მოხდა, ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი მანქანა აალდა, თუმცა, ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლი მალე ჩააქრეს. მომხდარზე დაიწყო გამოზიება.
კომენტარი