
ავარია სოფელ რუხში - დაშავებულია 5 ადამიანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი