
ლილოში სასაწყობე ფართში ხანძარია - ადგილზე 9 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული
თბილისში, ლილოს დასახლებაში ხანძარია. ცეცხლი ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე სასაწყობე ფართის ნაწილში გაჩნდა.
ადგილზე 9 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული, მიმდინარეობას სალოკალიზაციო სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარი