
იერუსალიმში, მაცხოვრის ტაძარში წირვის დაწყებამდე საქართველოს პატრიარქი ატირდა (ვიდეო)
სულ რამდენიმე ათეული წამის ქრონომეტრაჟის მქონე ვიდეომასალა, სადაც იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვთისმსახურების აღვლენის დასაწყისია გადაღებული, ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ 21 თებერვალს გამოქვეყნდა.
ვიდეო იმ ერთობლივი წირვის დაწყების წინაა გადაღებული, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქთან ერთად ღამისთევით აღავლინა. ახლო კადრით აღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს საქართველოს პატრიარქის სახე და ისიც, რომ ის ცრემლებს იმშრალებს...
კომენტარი