
პალიტრა ტვ-ს დეზინფორმაცია (ვიდეო)
ინტერნეტ პორტალმა პალიტრა ტვ-მ 2011 წლის ოქტომბერში, იუთუბიზე დადებული ვიდეო, პრეზიდენტ სააკაშვილის დღევანდელ ინციდენტად გაასაღა. ე.წ. "სააკაშვილის დამტვრევის კადრები" სინამდვილეში წლების წინაა გადაღებული, რაზეც ვიდეოს სათაური და თან დართული ანოტაციაც მოწმობს.
ჯერჯერობით მედია-ორგანიზაციას განმარტება არ გაუკეთებია. პორტალს არც ბოდიში მოუხდია.
სოციალურ ქსელებში გამოცემისგან სასწრაფოდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ. პალიტრა ტვ-ს მიერ ამ კადრების გავრცელებას ეხმაურება ამავე რადიო პალიტრის ჟურნალისტი და წამყვანი, მერაბ მეტრეველიც.
"რა სისულელეა, ეჭვი მეპარება ეს მიშას კადრები იყოს", - წერს იგი "ფეისბუქში.
კომენტარი