
დიღომში დაკარგული ბავშვები პოლიციამ იპოვა
ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც დიღმის მე- 3 კვარტლიდან გავიდნენ და დაიკარგნენ, საპატრულო პოლიციამ აღმაშენებლის ხეივნის მეთორმეტე კილომეტრზე აღმოაჩინა.
შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა. როგორც ბავშვები ამბობენ, მათ გზა აერიათ და სახლში დაბრუნება ვეღარ მოახერხეს. მშობლებმა კი დახმარება საპატრულო პოლიციას სთხოვეს.
კომენტარი