
ეგზიტპოლის თანახმად რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ პუტინმა გაიმარჯვა
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 18 მარტს რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.
წინასწარი მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 73,9% მიიღო. ეგზიტპოლის შედეგებით, მეორე ადგილზე "კომუნისტების" კანდიდატი პაველ გრუდინინი (11,2%), ხოლო მესამე ადგილზე "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი (6,7%) გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ტელეჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა ამომრჩეველთა ხმების 2,5% მიიღო, რაც მეოთხე ადგილია.
კომენტარი