
ბაღდადის აეროპორტთან 3 რაკეტა ჩამოვარდა
ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან „კატიუშას“ ტიპის 3 რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას Reuters-ი ერაყის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, სამხედროებმა აეროპორტის მახლობლად რაკეტების გამშვები აღმოაჩინეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას ამ ეტაპზე არ აუღია.
კომენტარი