
სოლიდარობის აქცია 51-ე საჯარო სკოლასთან (ვიდეო)
#51–ე საჯარო სკოლის წინ რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ხსოვნის პატივსაცემად თაიგულები მიაქვთ, ასევე, ანთებენ სანთლებს და ტოვებენ ჩანაწერებს.
ადგილზე იკრიბებიან როგორც #51–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჟურნალისტები, მსახიობები და რიგითი მოქალაქეები.
შეკრებილმა მოქალაქეებმა გარდაცვლილებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
კომენტარი