
შსს-მ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გორში, სოფელ ქვემო სოდისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის, ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დაკავებულია თავად ალბერტ მერებაშვილის მამა. არსებული ინფორმაციით, მან კომისიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
კომენტარი