
პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული 12 წლის ბავშვი თბილისში იპოვა
პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ორი ბავშვიდან ერთ-ერთი თბილისში, კერძოდ ლილოს დასახლებაში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს.
12 დ 14 წლის არასრულწლოვნები, რომლებიც მეზობლები არიან, დედოფლისწყაროდან გუშინ დაუკითხავად გავიდნენ და სამარშუტო ტაქსით თბილისში გაემგზავრნენ.
ამ წუთებში 12 წლის ბავშვი უკვე მშობლებთან მიჰყავთ. პოლიცია მეორე არასრუწლოვანის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობს.
კომენტარი