
სერგეი ლავროვი: კადაფის გადადგომის შემთხვევაში რუსეთი მას არ მიიღებს
ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის გადადგომის შემთხვევაში რუსეთი მას თავისთან არ მიიღებს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა კითხვაზე პასუხის გაცემისას - შესაძლებელია თუ არა კადაფის რუსეთში ჩასვლა.
"ამ ბოლო კითხვაზე პასუხი არაერთგზის გაცემულა და ის უარყოფითია", _ განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში არეულობა მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო. 19 მარტს კი იქ კოალიციურმა ძალებმა სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. 31 მარტიდან სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობა ნატომ გადაიბარა.
კომენტარი