
მოსკოვის ერთ–ერთ მუზეუმში აფეთქება მოხდა
მოსკოვის ერთ-ერთ მუზეუმში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - 5 ბავშვი.
რუსი სამართალდამცველების ცნობით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მუზეუმის თანამშრომელი ექსკურსიაზე მისული ბავშვებისთვის სამეცნიერო ექსპერიმენტის დემონსტრირებას ახდენდა.
დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან.
კომენტარი