
საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
27 ნოემბრისთვის საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 780-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 102 270-მა პაციენტმა ვირუსი უკვე დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი დაიღუპა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 1 161 ადამიანია გარდაცვლილი.
კომენტარი