
რა უნდა იცოდნენ ვაქცინირებულმა ადამიანებმა – გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას კიდევ ერთ კვლევას უზიარებს.
კვლევის მიხედვით, ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები უფრო დაცულები არიან „დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ.
„სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები “დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ, ვინაიდან უმრავლესობა: შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ… მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება … რეანიმაციაში მოხვედრის ან გარდაცვალების ალბათობა საკმაოდ დაბალია… მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი, უსაფრთხოა,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
კომენტარი